1-ელ აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება გამოფენა, სახელწოდებით "მხატვარი კინოში".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრების - გოგი ტატიშვილის, დიმიტრი თაყაიშვილის, თამაზ კაკაბაძის, ვახო რურუას და მიშა იაშვილის - კინოსთვის შექმნილი ესკიზები და ნივთები.
პარალელურად, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამხატვრო აკადემიის კინოტელეფაკულტეტის სტუდენტების ნამუშევრები - დაახლოებით 40 ექსპონატი.
საგამოფენო დარბაზში შექმნილი იქნება პატარა კინოსტუდიის გარემო ნახატების, ფოტოების და დეკორატიული ნივთების გამოყენებით.
გამოფენა "ხელოვნების სასახლეში" 15 აპრილამდე გაგრძელდება.