დედოფლისწყაროს რაიონში, სოფლების ქვემო ქედის, ფიროსმანის და დედოფლისწყაროს მე-2 საჯარო სკოლების დირექტორები მოხსნეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლევან ჯამალაშვილმა განუცხადა, სამივე სკოლის დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
მისივე თქმით, სოფელ ქვემო ქედის და დედოფლისწყაროს მე-2 საჯარო სკოლებში გენერალური ისპექცია იმყოფებოდა და ხარვეზები აღმოჩნდა. ქვემო ქედის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ამავე სოფლის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული ნუგზარ პაპიაშვილი დაინიშნა. პედაგოგად მუშაობას აგრძელებს დედოფლისწყაროს მე-2 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ნანა ჭიღიტაშვილი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ამავე სკოლის პედაგოგი ია ბოსტაშვილი დაინიშნა.