კვლევებში მონაწილე ამერიკელთა შორის ექპერიმენტული წამლის მიღებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ქოლსტერინის დონე. როგორც სააგენტო ფრანსპრესი იტყობინება, პრეპარატი AMG 145 შემუშავებულია ფარმაცევტული კომპანიის Amgen-ის მიერ.
პაციენტები, რომლებიც მონაწილეობდნენ კვლევებში, პრეპარატ AMG 145-თან ერთად, სტატინს იღებდნენ. ამ ჯგუფის წამლები გავლენას ახდენდნენ ნივთიერებათა ცვლაზე და ამცირებენ სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციას. ასეთი ლიპოპროტენები წარმოადგენს ქოლსტერინის ერთ-ერთ ძირითად გადამტანს და ათეროსკლეროზის განვითარებას განაპირობებენ
კვლევების შედეგად მოხალისეებს, რომლებიც თვის განმავლობაში ექსპერიმენტული პრეპარატის ერთ დოზას იღებდნენ, 8 კვირის განმავლობაში LDL-ის დონე ორი მესამედით შეუმცირდათ. პაციენტებს რომლებიც AMG 145 ორი კვირის განმავლობაში ერთხელ იღებდნენ, შემცირებამ საწყისი დონიდან სამი მეოთხედი შეადგინა.
Amgen-ის მიერ შემუშავებული პრეპარატის ეფექტი განპირობებულია ცილოვანი ფერმენტის PCSK9 ბლოკადით. ეს ფერმენტი შედის LDL-ის მემბრანული რეცეპტორის შემადგენლობაში, მრომელიც წარმოადგენს ორგანიზმში ლიპოდური ცვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგულატორს.
ამავე მექანიზმზეა დაფუძნებული ამერიკული კომპანიის Regeneron Pharmaceuticals-ის მიერ შემუშავებული ექსპერიმენტული პრეპარატის REGN727-ის მოქმედება. პრეპარატმა წარმატებით გაიარა კლინიკური კვლევები პაციენტებზე, რომლებსაც სტატინით მკურნალობდნენ.
სისხლში ქოლესტერინის მაღალი კონცენტრაცია წარმოადგენს ისეთი დაავადებების განვითარების რისკფაქტორს, რომელიც დაკავშირებულია სისხლძარღვთა ათეროსკლეროზულ დაზიანებასთან, მათ შორის გულის იშემიურ დაავადებასთან.