ცესკოს თავმჯდომარეობის ასარჩევი კენჭისყრის წინ ლევან თარხნიშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მან კენჭისყრის გამართვის წინ სიტყვით გამოსვლა ითხოვა და აღნიშნა, რომ მის ამ პროცესში მონაწილეობას აზრი აღარ აქვს, რადგან ნათლად ხედავს, რომ ოპოზიციური პარტიები ყველაფერს მას აბრალებდნენ.
თარხნიშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემა არ არის არც კანონმდებლობასა და არც საარჩევნო ადმინისტრაციაში, არამედ იმაში, რომ პოლიტიკური პარტიები და მათი წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე პრინციპებით და ამას აბრალებენ ხელისუფლებას.
როგორც თარხნიშვილი აცხადებს, მას აღარ სურს ამ თანამდებობაზე მუშაობა და რათა არ გაიწელოს საარჩევნო პროცესი პარლამენტს მიმართა თხოვნით რომ მოისხნას მისი კანდიდატურა.