ცხინვალის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სკოლების მოწავლეებმა ევროპული ორგანიზაციებისადმი მიმართვა შეიმუშავეს.
მიმართვაში არის მოწოდება ევროპული ორგანიზაციებისადმი მოახდინონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე იმისათვი, რომ საქართთველოს ხელისუფლებამ ქართულ ციხეებში მყოფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები გაათავისუფლონ.
"ჩვენ სამხრეთ ოსეთის სკოლის მოწავლეები მოვუწოდებთ ევროპული ორგანიზაციებს დაგმონ ოსი ეროვენების ადამიანების გატაცებები ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენელთა მხრიდან და ამ ფაქტებს სახელმწიფოებრივი ტერორიზმის კვალიფიკაცია მიანიჭონ",_ ნათქვამია მიმართვაში და იქვე აღნიშნულია "მოგიწოდებთ თქვენ ზეწოლა მოახდინოთ საქართველოს ხელისუფლებაზე და ციხეები მყოფი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით", _ ნათქამია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ცენტრში მიმდინარე აქციის მონაწილეები "საქართველოს ციხებში მყოფი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების" გათავისუფლებას ითხოვენ.