"აფხაზეთის ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების შენარჩუნების საკითხებს", _ ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების კომენტიტებისას გააკეთა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "აფხაზეთის ტერიტორიაზე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა მიზანმიმართულად ნადგურდება". ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"აფხაზეთში დიდი ყურადღებას უთმობენ თავის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, მათ შორის ქრისტიანულ ძეგლებს", _ აცხადებს ხინთბა. მისივე თქმით, აფხაზეთში იმ ქრისტიანული ძეგლების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, რომელსაც რესტავრაცია სჭირდება.
"აფხაზეთი მათი აღდგენით დაკავდება. საუბარი არ მიდის "ქართულ კვალზე" არქიტექტურაში. საუბარი მიდის უნიკალურ არქიტექტურულ ძეგლებზე, რომლებიც VIII-XI სს განეკუთვნებიან", _ განაცხადა ხინთბამ და აღნიშნა, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიმართა "იუნესკოს" და ისტორიულ-კულტურული ძეგლების გადარჩენის საკითხში დახმარება სთხოვა. მისივე თქმით, აფხაზური მხარე მოითხოვდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლები "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ბანკში შეეტანა.
"სამწუხაროდ, ჩვენი თხოვნის იგნორირება მოხდა", _ აცხადებს ე.წ. მინისტრის მოადგილე.
ირაკლი ხინთბა ასევე აცხადებს, რომ ილორის ტაძრისა და სხვა აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი სხვა ტაძრების პრობლემა, რომლებიც აქტიურად მუსირებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოგონილია და სხვა არაფერი.
მისივე თქმით, ტაძარში იმყოფებოდბებ სპეცწარმომადგენლები ევროკავშირისა და გაეროს მხრიდან პიერ მორელი და ანტი ტურუნენი, ასევე საქართველოში ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი ჰანს იორგ ჰაბერი და მათ "ვერავითარი ცვლილება ვერ შეამჩნიეს, ისეთი რომელიც ამ ობიექტის მნიშვნელობას დააკნინებდა. იქ შენარჩუნებულია ყველა წარწერა ქართულ ენაზე".
ირაკლი ხინთბა ასევე აცხადება, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ძეგლების შენარჩუნებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ამიტომაც იგეგმება ბედიის ტაძრის რეკონსტრუქცია, რომელიც აფხაზეთისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობისაა.
"ეს ტაძარი მეფე ბაგრატ II ააგო და იგი ძლიერ დაზარალდა ქართული მხარის მიერ 1992-1993 წწ ნასროლი ჭურვების შედეგად. ქართველი სამხედროები ფიქრობდნენ, რომ ტაძარში აფხაზი მოხალისეები აფარებდნენ თავს",- აცხადებს ხინთბა.