აფხაზეთის სეპარატისტული აფხაზეთის მოსახლეობა ოკუპირებულ ქართულ რეგიონში ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ გამოდის.
სოხუმსა და რუსულ "როსნეფტს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ აფხაზურმა ოპოზიციამ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, რუსეთის "როსნეფტის" მიერ გუდაუთაში ნავთობის მოპოვებას ეწინააღმდეგება.
შეგახსენებთ, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის "როსნეფტთან" 2009 წლის 25 დეკემბერს 15 მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმეს.
ხელშეკრულები მიხედვით რუსული კომპანია 2010 წლიდან შავი ზღვის გუდაუთის აკვატორიაში ნავთობის მოპოვების დაწყებას გეგმავს.
ხელშეკრულების მიხედვით ასევე გათვალისწინებულია აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურებისა და თხევადი გაზის კომპლექსების მშენებლობა.
მასალის გამოყენების პირობები