სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის სერგეიუ ბაღაფშის ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 4 თებერვალს გაიმართება, აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ახალი თავმჯდომარე დაინიშნება. აღნიშნული ცვლილება იმითაა განპირობებული, რომ აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი ამჟამად ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე იმყოფებას.
რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. მთავრობი ახალი თავმჯდომარე, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინიტრი სერგეი შამბა გახდება.
თავად სერგეი შამბას ადგილს კი ამჟამად მისი ე.წ. მოადგილე მაქსიმ ღვინჯია დაიკავებს.