"ქართული ოცნების" პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის თქმით, პატრიარქი იძულებულია ისაუბროს იმ საკითხებზე, რაც ეკლესიას არ ეხება.
,,ვწუხვარ, იმის გამო, რომ პატრიარქსაც კი უხდება ამ თემაზე ლაპარაკი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საარჩევნო გარემო საქართველოში არ აკმაყოფილებს არანაირ დემოკრატიულ სტანდარტებს და თვით პატრიარქიც კი იძულებულია, რომ თავისი დრო, ენერგია დაუთმოს იმ საკითხს, რომელიც, პრაქტიკულად, ეკლესიას არ ეხება", _ განაცხადა ბრიფინგზე ფანჯიკიძემ.
მაია ფანჯიკიძე საარჩევნო გარემოს შეცვლის მიზნით, ხელისუფლებაზე ნებისმიერი სახის ზეწოლას მიესალმება.
"ყოველი მხრიდან იმის მოთხოვნა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში, კიდევ ერთხელ უსვამს, ხაზსს იმას, რომ, ეს ასე არაა და ყოველი მხრიდან უნდა განხორციელდეს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ არჩევნები მართლაც დემოკრატიულად და თავისუფლად ჩატარდეს. რაც მთვარია, შეიქმნას თანაბარუფლებიანი საარჩებნო გარემო ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის არჩევნების დღესვე. Aამიტომ, რასაკვირველია, მივესალმები ხელისუფლებაზე, ყველანაირი სახის ზეწოლას", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ილია მეორე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და მათნ საპარლამენტო არჩევნებში დახმარება ითხოვა.