ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და ე.წ. არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცესკოს თავმჯდომარის ბელა ფლიევას ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების ყოფილმა ხელმძღვანელმა ლეონიდ თიბილოვმა არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 42,48 % მოაგროვა, ე.წ. ადამიანის უფლებათა დამცველმა დავიდ სანაკოევმა კი ხმათა 24,58 %. ეს მონაცემი ბიუტელენები 100 % დამუშავების შემდეგ იქნა მიღებული.
არჩევნების ე.წ. მეორე ტური 8 აპრილს გაიმართება. არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებისათვის ე.წ. კანდიდატებს ხმათა 50% + 1 ხმა უნდა მიეღოთ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. არჩევნებში ასევე მონაწილეობდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ელჩი" რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი და კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი.