აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა კიდევ ერთი ანტიქართული ბრძანება გასცა.
ალექსანდრე ანქვაბი ქართული კულტურული ძეგლებისთვის ბედიის, მოქვისა და სხვა, ტაძრებისთვის სარესტავრაციო, სამუშაოების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.
ეს არა ანქვაბის, არამედ კრემლის გადაწყვეტილებაა,_ასე აფასებენ თბილისში ალექსანდრე ანქვაბის ბრძანებას, ქართული ეკლესია-მონასტრების რესტავრაციასთან დაკავშირებით.
ექსპერტების აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება, იმისთვის რომ არ წაიშალოს ქართული კვალი.