სამხედრო ბაზაზე ჩატარებული ფარსი-ასე აფასებენ თბილისში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს.
„ამას არ შეიძლება ეწოდოს არჩევნები, ვინაიდან ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, სამხედრო ბაზაზე, ჩატარებული ფარსი და ადგილი, სადაც ეთნიკური წმენდა ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობას იღებს, მხოლოდ ის ვისაც შეიარაღებული დამპყრობელი მისცემს უფლებას და ცხადია, ეს არ არის არჩევნები", _ განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ.
შეგახსენებთ, დღეს ოკუპირებულ ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნენი მიმდინარეობს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები.