ოსმა სეპარატისტებმა რუსეთის რეგიონული განვითარების სამინისტროსთან მორიგი შეთანხმებების ოქმი გააფორმეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა და რუსეთის რეგიონული განვითარების მინისტრმა ვიქტორ ბასარგინმა მოსკოვში ხელი მოაწერეს ოქმს ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის სოციალ-ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ. ოქმი ე.წ. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ჩატარების შედეგად შედგა.
სეპარატისტები ასევე იუწყებიან, რომ სხდომის მიმდინარეობისას ასევე განიხილეს ცხინვალის საავადმყოფოს რეკონსტრუქციისა და ცხინვალი-ახალგორის გზის მშენებლობის საკითხები.