სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში არსებული სკოლი დირექტორები სკოლის დირექტორთა საერთო რუსულ კონკურსი "სკოლის დირექტორი 2010"-ში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული კონკურსი ორ ეტაპად ტარდება: 2010 წლის იანვარში იწყება და დეკემბერი სრულდება.
კონკურსის პირობების თანახმად, პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დირექტორებს მოსკოვში დაპატიჟებენ მეორე ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.
აღნიშნული კონკურსის ოფიციალური მხარდამჭერი რუსეთის ფედერაციის საბჭო, რუსეთის საზოგადოებრივი პალატა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის უმაღლესი სკოლა არიან.