სეპარატიტული აფხაზეთი ე.წ. ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისათვის ემზადება. სერგეი ბაღაფის ე.წ. ინაუგურაციის ცერემონიალის გამართვა 4 თებერვალს იგეგმება.
ე.წ. ინაუგურაციის ცერემონიალზე დასასწრებად აფხაზი სეპარატისტები მაღალჩინოსან სტუმრებს რუსეთის ფედერაციიდან ელიან. წინასწარი ინფორმაციით, რუსეთიდან სოხუმი ჩასვლას დუმის დეპუტატები და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრებიც გეგმავენ. თუმცა, კონკრეტულად ვინ ჩავა სოხუმში თარიღთან დაკავშირებით რუსეთიდან ჯერ ჯერობით უცნობია. ცერემონიალზე დასწრებას ასევე გეგმავს ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი.