საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ის ცნობები, რის გამოც ჯონ ბასი შეწუხებულია, დადასტურებული არ არის. ამის შესახებ წიკლაურამა, საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის მიერ Facebook -ში, საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც კონტროლის პალატის ბოლო დროინდელ ქმედებეს შეეხება.
დეპუტატის თქმით, კონტროლის პალატა სწორ ამოცანას ემსახურება.
,,არის ორი მხარე, ერთი, რომ კონსტოლის პალატა რასაც ახორციელებს არის ეფექტური მექანიზმი და მიმართული ოლიგარქიული და შავი ფულის უკანონო შემოდინების მინიმალიზაციისკენ და ეს არის სწორი ამოცანა. მეორე მხარეა, რომ თითქოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათი უფლებები ირღვევა და შეილახა. ყველა კონკრეტულ ფაქტზე უნდა იყოს ცალკე გამოძიება, რადგან არ შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ისე იყო ვითარება როგორც აღწერენ გამომკითხველები. ჯონ ბასი ამბობს, რომ ეს ცნობები მის წუხილს იწვევს, მაგრამ ეს ცნობები რამდენად დადასტურდება მეორე მხარეა. თუ ვინმეს უფლებები შეილახა ამას დადასტურება და დადგენა სჭირდება,, - განაცხადა წიკლაურმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი Facebook -ში, საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი ქმედებებით შეწუხებულია.
"შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს. სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ", - აღნიშნავს ჯონ ბასი სოციალურ ქსელ Facebook -ში, საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
კონტროლის პალატა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ოპოზიციური პარტიის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებს ახსნა-განმარტებების მისაცემად იბარებს. რეგიონული ოფისების წარმომადგენლები "მორალურ ტერორზე, დაშინებაზე, შეურაცხყოფასა და გაძლიერებულ ჩხრეკაზე" საუბრობენ.