თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღდგენილია.
როგორც აეროპორტის ხელმძღვანელობა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, აეროპორტმა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა ცოტა ხნის წინ განაახლა.
ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებული იყო. გაუქმდა სტამბულისა და ვენის რეისები. სხვა დანარჩენი რეისები კი, რამდენიმე საათის დაგვიანებით შესრულდა.
აღნიშნულის გამო მგზავრებს ღამის გათენება აეროპორტში მოუწიათ.