შუახევის რაიონის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა რამდენიმე ადგილას ჩახერგა გზები. სტიქიას მოსახლეობისთვის ზიანი არ მიუყენებია, თუმცა ჩამოწოლილმა მეწყერმა პრობლემები შექმნა გადაადგიილების მხრივ.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ მობილიზებულია სათანადო ტექნიკა და დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები.
მეწყერის ჩამოწოლის მიზეზად უამინდობა სახელდება, რომელიც სავარაუდოდ კიდევ ერთი დღე გაგრძელდება.