სამი უცხოელი ხელოვანი კანადიდან, შვეციიდან და საქართველოდან თეირანში „ფაჯრის" 28-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საკონსკურსო ჟიურის წევრად აირჩიეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოდან აცნობეს.
ფესტივალის პრესსამსახურის ცნობით, კანადელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი ბრაიან დალი, შვედი რეჟისორი ჰილდა ჰელვიგი და ქართველი თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და პროფესორი ლევან ხეთაგური შერჩეულ იქნენ „ფაჯრის" 28-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჟიურის უცხოელ წევრებად.
ჟიურის შემადგენლობაში იქნება ორი ირანელი მსახიობიც, რომელთა ვინაობა უახლოეს მომავალში გაირკვევა.
„ფაჯრის" საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ტარდება ყოველ წელს, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღეებში. წლევანდელი 28-ე ფესტივალი თეირანში გაიმართება 2010 წლის 22-31 იანვარს.