"პირველი კავკასიური არხის" მაუწყებლობა ხვალიდან 15 იანვრიდან, თანამგზარის დახმარებით მთელს კავკასიაზე და რუსეთის სამხრეთ რეგიონებზეც გავრცელდება.
აქამდე არხი ინტერნეტში მხოლოდ რუსულ ენაზე მაუწყებლობდა. "პირველი კავკასიური არხი" საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ბაზაზე შეიქმნა.
არხის წამყვანებს შორის არიან ცნობილი რუსი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ჯოჰარ დუდაევის ქვრივი ალა დუდაევა.