ჰაიტში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება ჩადის. დღეისათვის ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ მრავალი ადამიანი რჩება. მათ ამოსაყვანად კი სპეციალური ტექნიკის გამოყენებაა საჭირო.
"ჰაიტში დატრიალებული კატასტროფის მაშტაბების წარმოდგენა შეუძლებელია, თუ ამას ყველაფერს საკუთარი თვალით არ ნახავ", _ აცხადებს ჰაიტის პრეზიდენტი რენე პრევალი.
მისივე თქმით, ზოგი მონაცემით, მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 50 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ზოგი კი ასობით ათას გარდაცვლილზე საუბრობს.
ჰაიტის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით ძნელია მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა დაახლოებითი რაოდენობის დასახელებაც კი.
"ქვეყნის დედაქალაქი პორტ-ო-პრენსი მთლიანად დანგრეულია, ქუჩები კი გვამებითაა მოფენილი", _ რენე პრევალი.
ამავდროულად, გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადებით მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილია გაეროს მისიის 16 თანამშრომელი, დაჭრილია 57 ხოლო 150 დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამას გარდა, ნანგრევები ქვეშ რჩება მისიის 138 თანამრომელი.
პან გი მუნი ასევე აცხადებს, რომ ამჟამად ჰაიტში ნანგრევების გაწმენდაზე სხვა და ხვა საერთაშორისო კონტიგენტების სამი ათასამდე სამხედრო მუშაობს.
ჰაიტში ჩადის ასევე მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნის მიერ გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარება. გაერომ ჰაიტის დასახმარებლად 10 მილიონი აშშ დოლარი უკვე გამოყო.
დანგრეული ჰაიტის დასახნარებლად მსოფლიო ბანკი 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას აპირებს.