გურჯაანის ცენტრში, თავისუფლების ქუჩაზე კიდევ ერთი მგელი მოკლეს. ადგილობრივების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მგელმა საფრთხე ადამიანებს შეუქმნა.
„თონიდან მოვდიოდით. მგელი მაღაზიასთან იდგა, უცბად გამოიწია. მოვახერხეთ და ღობეზე ავედით. მერე თოფით მოვკალით", - აღნიშნა თვითმხილველმა რევაზ უტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მგელი ერთი თვის წინაც მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები