გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მეორე დღეა 79 წლის მალხაზ ჯავახიშვილს ეძებენ. იგი სახლიდან დღის მეორე ნახევარში გავიდა და მას მერე აღარავის უნახავს. მამაკაცი ბოლოს სოფლის ერთ-ერთ მაღაზიაში ნახეს.
დაკარგულის ახლობლების თქმით, მამაკაცს ბოლო დროს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და შესაძლოა, გზა აებნა. მალხაზ ჯავახიშვილს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სამართალდამცავებიც ეძებენ.
„მამა სხვა დროს სახლიდან არ გადიოდა. თუ გავიდოდა ისიც უბანში ან თავის ძმასთან ჩადიოდა, რომელიც ჩვენთან ახლოს ცხოვრობს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. მას წუხელ მთელი ღამის განმავლობაში პოლიციასთან ერთად ვეძებდით, თუმცა კვალს ამ დრომდე ვერ მივაგენით", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაკარგულის შვილმა ჯემალ ჯავახიშვილმა.