13 მარტს კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლის "მე დავბრუნდები" პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი 14 მარტსაც იქნება წარმოდგნილი.
აზერბაიჯანელი დრამატურგის ჰუსეინბალა მირალამოვის პიესა "მე დავბუნდები" რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგა. სპექტაკლში დევნილობაში მყოფი, გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანები არ კარგავენ ღირსებას და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მომავლის იმედს. მირზა გელოვანის ცნობილი ლექსის პერიფრაზი "მე დავბრუნდები..." სპექტაკლის სათაურად დამდგმელი ჯგუფის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.
"მე დავბურუნდები" - არის თითოეული ქართველის ოცნება, რომელიც რეალობისგან შორს არ არის. მთავარია, არ დავკარგოთ რწმენა, იმედი და ყველაზე უმთავრესი - არ შევეგუოთ არსებულ რეალობას. "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - აცხადებენ ავტორები.
სცენოგრაფია ეკუთვნის ლევან წულაძეს, მუსიკალური გამფორმებელია ზურაბ გაგლოშვილი. მონაწილეობენ მსახიობები: ზურა ბერიკაშვილი, ეკა მჟავანაძე, დიმიტრი ტატიშვილი, თემურ კილაძე, მარიამ ჩუხრუკიძე და გურამ ჯაში.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან მარჯანიშვილის თეატრსა და ბაქოს ნაციონალურ თეატრებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რის საფუძველზედაც გაიმართა გასტროლები, როგორც ბაქოში ასევე თბილისში. ბაქოს ნაციონალურმა თეატრმა მარჯანიშვილის თეატრში ორი სპექტაკლი ითამაშა , აქედან ერთ-ერთი ჰუსეინბალა მირალამოვისს პიესა "მე დავბუნდები" იყო, რომელიც ყარაბახის კონფლიქტს ეხებოდა. გაჩნდა იდეა პიესა ქართულ ენაზე თარგმნილიყო და მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილს განეხორციელებინა. პიესა დრამატურგმა მარჯანიშვილის თეატრისთვის გადააკეთა და მოვლენების განვითარება ყარაბახის კონფლიქტიდან, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტის რეალობაში გადმოიტანა.