"სახალხო კრება" ჩემს გარეშე ვერ წარმომიდგენია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "ქართული ოცნების" განცხადების საპასუხოდ განუცხადა. დღეს კოალიაცია "ქართული ოცნებამ" განაცხადა რომ კოალიცია "სახალხო კრებასთან" თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა ნინო ბურჯანაძის გარეშე.
მისივე განმარტებით, ის მიესალმება, რომ მიუხედავად "სახალხო კრების" წევრებზე "შემოტევებისა" კრების დაშლა მაინც ვერავინ შეძლო.
"ამ განცხადებას "სახალხო კრებამ" პასუხი უკვე გასცა და თქვა რომ კრება არის ერთიანი და ბურჯანაძე მისი ისეთივე წევრია, როგორც აღმასრულებელი საბჭოს სხვა ნებისმიერი წარმომადგენელი", - განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ასეთი პოზიცია მეტყველებს "ჩემს პირად პოლიტიკურ წონაზე".
"ვის ებრძვიან საერთოდ? სუსტებს და ნულპროცენტიანი რეიტინგის მქონე ადამიანებზე მგონი ძალას და ენერგიას არავინ ხარჯავს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.