რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი სომხეთის თავდაცვის მინისტრ სეირან ოგანიანს შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
"მხარეებმა რუსეთისა და სომხეთს შორის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ურთიერთობები განიხილეს. ისაუბრეს ასევე რეგიონალური განვითარების პრობლემებზე. შეხვედრაზე ასევე მიმდინარეობდა საუბარი სომეხი სამხედრო მოსამსახურეების რუსეთის თავდაცვის სამინიტროს სასწავლებლებში მომზადებაზე", _ განაცხადა თავდაცვის მინისტრის პრესსახურის უფრომა ირინა კოვალჩუკმა.
მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ "რუსეთისა და სომხეთის სამხედრო თანამშრომლობას სტრატეგიულ-პარტნიორული ხასიათი აქვს".