სახალხო დამცველის აპარატი თებერვლიდან საქართველოს რეგიონებში დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების მონიტორინგს დაიწყებს. ამის შესახებ დღეს, თელავში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.
სახალხო დამცველის თქმით, მონიტორინგის ფარგლებში დევნილთა სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობას დეტალურად შეისწავლიან.
გიორგი ტუღუში დღეს თელავში კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა ადამიანის უფლებათა ცენტრის და უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის მიერ იყო ორგანიზებული.
კახეთში, აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილები საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის და თელავის რაიონებში ცხოვრობენ.