"თავისი გამოსვლით აზერბაიჯანის პარლამენტში მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანულ-რუსულ ურთიერთობებს დარტყმა მიაყენა", - განცხადება ამის შესახებ სააგენტო "რეგნუმთან" საუბარში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატმა ფაზაილ აგამალიმ გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის კომენტირებისას.
მან აღნიშნა, რომ "სააკაშვილი თავისი ტრადიციების ერთგული დარჩა და კვლავ ავანტიურისტული გამოსვლა მოაწყო".
"პოლიტიკური და ეთკური თვალსაზრისით ამისი გაკეთება საჭირო არ იყო. მან ისარგებლა რა აზერბაიჯანის პარლამენტის ტრიბუნით, ისევე როგორც საერთაშორისო ტრიბუნით და რუსეთის წინააღმდეგ გამოვიდა. ჩვენ რუსეთთან მშვენიერი ურთიერთობები გვაქვს. თავის გამოსვლაში სააკაშვილს არ აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი ოკუპირებულია, იგი მხოლოდ ქართველების აზერბაიჯანისადმი კეთილგანწყობილებაზე ლაპარაკობდა", _ აცხადებს აზერბაიჯანელი დეპუტატი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რაც შეეხება რუსეთის დამყრობლურ პოლიტიკას - "იგი კავკასიაში ერეკლე II-ის დაპატიჟებით მოვიდა. გეორგიევსკის ტრაქტატს ხელი სწორედ ქართველმა თავადებმა მოაწერეს და არა აზერბაიჯანელმა ხანებმა. ასე რომ სააკაშვილმა რუსეთთან ურთიერთობა თავის სამშობლოში გაარკვიოს აზერბაიჯანს კი ამ ავანტიურაში ნუ ხვევს", _ აცხადებს აგამალი.