გურჯაანში, ალაზნის სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად, ვენახები და ატმის ბაღები დაიწვა. სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსის ზაზა უტიაშვილის განცხადებით, ხანძარი ნაკვეთების გასუფთავების დროს მოსახლეობის დაუდევრობით გაჩნდა.
„მთლიანობაში 5 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა, მათ შორის 2 ჰექტრამდე ვენახი. ხანძრის შედეგად დამწვარია ატმის ბაღებიც. ორივე შემთხვევაში ხანძარი მოსახლეობის დაუდევრობით გაჩნდა. ადგილის დასუფთავების მიზნით მოსახლეობა ხმელ ბალახს წვავს და შემდეგ ცეცხლს ვეღარ იმორჩილებს", - აღნიშნა ზაზა უტიაშვილმა.