"საქართველოს მომავალი არ აქვს" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამიერკავკასიის პრობლემების ექსპერტი ვიქტორ იაკუბიანი, რომელიც მთლიანად საქართველოს "უსუსურობასა და უნარობისადმია" მიძღვნილი.
"2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ შეძლო თავის სუსტ ფეხებზე დგომა მხოლოდ აზერბაიჯანისა და თურქეთის დახმარებით და ამით საბოლოოდ დაკარგა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შანსი", _ წერს იაკუბიანი და აღნიშნავს, რომ ეს "საქართველოს პრეზიდენტის დამსახურებაა თავისი ხალხის წინაშე იმ ამერიკულ სიმინდს თუ არ ჩავთვლით, რომელიც არ ამოვიდა.
"და დღესაც საქართველოს სუვერენიტეტი გარანტირებულია იმდენად რამდენადაც მისი ტერიტორია უზრუნველყოფს აზერბაიჯანული ნახშირწყლების ტრანზიტს თურქეთში და ასევე ამიერკავკასიაში აშშ-ს პოლიტიკური ინტერესების გატარებას", _ წერს ვიქტორ იაკუბიანი.
მისივე თქმით, რეგიონში არაფერი შეცვლილა. საქართველოს მისი ახლანდელი ხელისუფლების პირობებში მომავალი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს, იმიტომ, რომ იგი დღეს აშენებს "არც მომავალს და არც წარსულს".
"საქართველო აშენებს მტრულ საყრდენ პუნქტს რუსეთსა და ირანს შორის, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დაინგრევა ამან მთელი რეგიონის კატასტროფაც რომ გამოიწვიოს.
და ყველაზე უკეთ ეს ამერიკელებს ესმით, რომლებიც გამუდმებით მოუწოდებენ სააკაშვილს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას", _ აცხადებს ექსპერტი.