ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში მერაბ ღამბაშიძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსმა მერაბ შათირიშვილმა განუცხადა, ხანძარი ელექტროსადენებში მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის იოსებ ტყემალაძის თქმით, ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს კომისია შეისწავლის და დაზარალებულებს სათანადო დახმარებას გაუწევენ.