თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, ხანძრის შედეგად ზურაბ მჭედლიშვილის კუთვნილი 0,5 ჰა ვენახი დაეწვა. თელავის სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან ახალმოსულიშვილის განცხადებით, ვენახში ხანძარი დაუდევრობით გაჩნდა.
„ნაკვეთების გასუფთავების დროს ბალახს ცეცხლს უკიდებენ. ქარის დროს თუ ცეცხლი გავრცელდა, ძნელია მისი დამორჩილება. ასეთი შემთხვევები ძალიან გახშირდა. მოსახლეობამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს", - აღნიშნა ლევან ახალმოსულიშვილმა.