სეპარატისტულ აფხაზეთში თანამშრომლობის დამყარების მიზნით იორდანელი ბიზნესმენების ჯგუფი ჩავიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბანკების, სასტუმროების, სხვა და სხვა კომპანიების, ტელე-რადიო კორპორაციაების, სამშენებლო და ფარმაცევტული კომპანიების მეპატრონეეი არიან. აფხაზური მხარი ინფორმაციით, მათ შორის არიან ასევე იორდანიის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები.
"ბედნიერები ვართ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობით, იმედი გვაქვს მალე ამუშავდება აეროპორტი და საზღვრის გადაკვეთა გამარტივდება. იორდანიის საქმიანი წრეების კავკასიელ წარმომადგენლებს ასევე სურთ აფხაზეთის მონახულება იმისათვი რათა აქ სხვა და სხვა სფეროში დაამყარონ თანამრომლობა აფხაზეთში",_ განაცხადა ბიზნესმენმა ალი ბგაჟბამ.
იორდანიიდან ჩამოსული დელეგაცია სეპარატისრული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ მიიღო და ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის დამყარების იმედი გამოთქვა. სერგეი შამბამ ასევე განაცხადა, რომ დიდი სამუშაოს ჩატარებაა იმისათვის, რომ იორდანიის მთავრობა
აფხაზეთთან თანამშრომლობაზე დასთანხმდეს ეკონიმიკის, კულტურისა და სხვა სფეროებში.
"ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა და არც დიდი რესურსები გაგვაჩნია, თუმცა ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური აქტიურობა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს სცდება. გვაქვს ურთიერთობები ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, ნაურუსთან, ამჟამად ვალაგებთ კონტაქტებს ახლო აღმოავლეთის სახელმწიფოებთან. ამას გარდა, ირანიც გვთავაზობს თავის ტერიტორიასა და აფხაზეთში მეგობრობის საზოაგდოება შევქმნათ",_ განაცხადა სერგეი შამბამ და დასძინა, რომ ამის მიუხედავად აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორი რუსეთია.
"ჩვენ ასევე გვაქვ კონტაქტები თურქეთთან და ევროკავშირთან. მართალია ევროკავშირის ქვეყნები არ აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ ამავე დროს გამიხილავენ ჩვენთან თანამშრომლობის შესაძლებლობას",_ განაცხადა შამბამ.
იორდანული დელეგაციის წევრებმა დაარწმუნეს სერგეი შამბა, რომ იორდანიაში დაბრუნებისთანავე ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ იორდანიის საქმიანმა წრეებმა აფხაზეთთან აქმიანი ურთიერთობები დაამყარონ.
სეპარატიტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დელეგაციის წევრებს არაბულ ენაზე შექმნილი ფილმი აჩუქა აფხაზეთის შესახებ.