საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის უცხოეთის უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები ლექციებს წაიკითხავენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვოუტერ ტენ ჰააფი, რომელიც 2-9 მარტს ტელეკომუნიკაციის, ინფორმატიკის და ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის კითხულობს ლექციების კურსს, თემებზე: ინოვაციური პროცესი - ახალი ნაწარმის შექმნის საფუძველი; ახალი ნაწარმის პროექტირება მომხმარებლის მოლოდინების და საწარმოო შესაძლებლობების გათვალისწინებით; საწარმოო პროცესის პროექტირება ახალი ნაწარმის სპეციფიკის გათვალისწინებით; ახალი ნაწარმის ხარისხის უზრუნველყოფა; ათვისების მრუდი - ნაწარმის და პროცესების სრულყოფის შედეგი.
ამავე პროექტის ფარგლებში, სტუ-ს სტუმრობს კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის (UCLA) პროფესორი რევაზ ჯანიძე, რომელიც ინფორმატიკისა და ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ატარებს ლექციათა ციკლს: 7 მარტს მან წაიკითხა ლექცია თემებზე: სიგნალის მოდულაცია; გადაცემის ხაზის მახასიათებლები; ქსელური ურთიერთკავშირები, Physical Layer დონე.
9 მარტს ჯანიძე წაიკითხავს ლექციას თემაზე: Data Link Layer დონე; MAC ქვედონის პროტოკოლები, LAN ლოკალური ქსელები, LAN პროტოკოლი.
13 მარტს - უსადენო კავშირის არხი; MAC პროტოკოლი უსადენო ლოკალურ ქსელებში Wireless 802.11b LANs ;Bluetooth კავშირები.
14 მარტს - უსადენო WAN, ფიჭური ტელეფონია (ჭირელესს ჭAN, ჩელლულარ თელეპჰონყ);
ZigBee კავშირები (ძიგBეე ჩომმუნიცატიონს, IEEE 802.15.4); გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა GPS (თჰე Gლობალ Pოსიტიონინგ შყსტემ).
ლექციები ჩატარდება 14:00 საათზე, სტუ-ის VI კორპუსში, 306-ა აუდიტორიაში.