ახმეტაში, უტოს უბანში, ნოდარ კბილცეცხლაშვილის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ახმეტის სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსის ბესიკ ნასიპაშვილის თქმით, ოჯახის წევრებმა სახლის უკან, ეკალ - ბარდს მოუკიდეს ცეცხლი და ხანძარი სახლზე გადავიდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ კახა მამულაშვილმა განუცხადა, დაზარალებულებს სოციალური პაკეტით განკუთვნილ 500 ლარს გადასცემენ და ხე-მასალითაც დაეხმარებიან.