7 მარტს, 13:00 საათზე, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე შიდა ქართლის რეგიონალურ წარმომადგენლობაში გამართავს გასვლით შეხვედრას.
იგი ადგილზე გაეცნობა რეგისტრატორთა რეგისტრაციის პროცესს, რომელიც 25 თებერვლიდან პროექტის "კარდაკარი" ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს.