დღეს გურჯაანში პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას დავით ბერძენიშვილი, ბიძინა გუჯაბიძე და მსახიობი გივი ბერიკაშვილი ესწრებოდნენ.
"ქართული ოცნების" გურჯაანის ოფისის ხელმძღვანელის აკაკი ბეგიაშვილის განცხადებით, ოფისი იწყებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და მზად არის მიაწოდოს ადგილობრივ მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია კოალიციაში მიმდინარე პროცესების შესახებ.