პაატა დავითაია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ლევან თარხნიშვილის წარდგენას აპროტესტებს და ცესკოში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება პაატა დავითაიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან განაცხადა, პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი დაკვეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატის ეკა სირაძის ნაცვლად ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად კვლავ ლევან თარხნიშვილი შეარჩია.
ეს კი, მისი თქმით, `პოლიტიკური პარტიების შანტაჟია,~ ვინაიდან როგორც დავითაია მიიჩნევს, თუ ოპოზიციური სპექტრი ერთ კანდიდატზე ვერ შეთანხმდება და გადაწყვეტილების მიღება პარლამენტს მოუწევს მაშინ დიდია ალბათობაა, რომ უმრავლესობის მიერ ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ თარხნიშვილი დაინიშნოს.
,,თუ ოპოზიცია კანდიდატს ვერ შეარჩევს და პარლამენტს გადმოეგზავნება კანდიდატები დასამტკიცებლად ჩემი პოლიტიკური პარტია ამაზე პასუხისმგებლობას იხსნის, რადგან დიდია ალბათობა რომ უმრავლესობამ კვლავ თარხნიშვილი დაამტკიცოს,'' - განაცხადა დავითაიამ.
სწორედ ამიტომ იგი ოპოზიციურ ძალებს კონსულტაციებისკენ მოუწდებს, რათა გამოსავალი კონსოლიდირებულად იქნას მოფიქრებული.