თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, საჯარო სკოლის ეზოში ერთ - ერთი შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში 2 მოსწავლე მოჰყვა. მაშველებმა ისინი ნანგრევებიდან უკვე გამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ნანგრევებში მესამე ბავშვიც არის მოყოლილი, რის გამოც სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის გამგებლის მოადგილემ ვაჟა ზუროშვილმა განუცხადა, საავადმყოფოში გადაყვანილი ბავშვების ჯანრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ იყო.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.