ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ხანძრის შედეგად 3 ჰექტარი ვენახი დაიწვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსმა გია ღვედაშვილმა განუცხადა, ხანძარი საგაზაფხულო სამუშაოების შესრულების დროს მოსახლეობის დაუდევრობით გაჩნდა.
„ვენახი 25 ჰექტარზე იყო გაშენებული და აქედან მხოლოდ 3 ჰექტარი დაიწვა, დანარჩენის გადარჩენა შევძელით. ვენახის ირგვლივ დამწვარია მინდორიც. ხანძარი მოსახლეობის დაუდევრობით გაჩნდა. ქარიც იყო და ცეცხლი სწრაფად გავრცელდა", - აღნიშნა გია ღვედაშვილმა.
ხანძრის შედეგად გურჯაანში ჯემალ აფთარაშვილის ატმის ბაღიც დაიწვა.