საპარლამენტო უმრვლეოსბის ერთ-ერთი ლიდერის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინისგან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის საკითხის გადახედვის ილუზია არავის ჰქონდა.
„ამის ილუზია ვისაც ჰქონდა, რომ პუტინი თავის ნებით რამეს გადახედავს, იმათ სინდისზე და გონიერებაზე იყოს", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისივე შეფასებით, რუსეთის საგარეო უწყების განცხადება საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით ასევე არა ადეკვატუტური იყო.
„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას დეოკუპაცია უნდა მოჰყვეს. შეიძლება მყისიერად არ გაკეთდეს ეს, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც. ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწორად განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში მოსკოვმა პირველ რიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნილი ე.წ. სალეჩოები უნდა დახურონ. ამ პრინციპული პოზიციების დათმობა კი საქართველოსთვის შეუძლებლია", - აცხადებს დეპუტატი.
მისივე თქმით, ასევე შეუძლებელია დიპლომატიურ ურთიუერთობებში გარღევავზე საუბარი, როდესაც პუტინი ევრაზიულ კავშირზე ლაპარკობს და საბჭოთა კავშირს გულისხმობს.
„ამ ფონზე კი რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაში უკან დახევას გამორიცხავს. ამის შესახებ რუსეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების დროს განუცხადა.
კითხვაზე, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, შესაძლებელია თუ არა, შეიცვალოს რუსეთის ურთიერთობა აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან, პუტინმა უპასუხა: "ეს გამორიცხულია. ჩვენ უკან არ დავიხევთ", - განაცხადა პუტინმა.