ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში, ხანძრის შედეგად ტარიელ მოდებაძის ვენახი დაიწვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი გაჩეჩილაძემ განუცხადა, ქარი იყო და ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა.
„ქარის მიუხედავად, ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოვახერხეთ. ცეცხლი შესაძლოა, ნაკვეთების გასუფთავების დროს ბალახს რომ წვავენ, იქიდან გაჩნდა. მოსახლეობამ უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან ასეთი შემთხვევები ხშირია", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.