დედოფლისწყაროში, ერთ - ერთი ფერმასთან ახლოს, საძოვარზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 380 სული ცხვარი დაიწვა. ცეცხლი 60 ჰექტრამდე ტერიტორიას ეკიდა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო - სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, თუმცა ქარის გამო ცეცხლის სწრაფად ჩაქრობა ვერ შეძლეს. „ქარი ამოვარდა და ცეცხლი უფრო გაძლიერდა. მწყემსმა საძოვრიდან ცხვრის გარეკვა ვერ მოახერხა და საქონელი ცეცხლში დაიწვა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთმა დაზარალებულმა ახმედ ახმადოვმა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.