ამერიკელმა მეცნიერებმა შეძლეს მოეხდინათ ორი ძირითადი პროტეინის იდენტიფიცირება, რომელიც აუცილებელია უჯრედებისთვის მობილურობის მისანიჭებლად. ეს აღმოჩენა საშუალებას იძლევა, მოახდინონ მუტაცია გავლილი უჯრედის ბლოკირების სრულიად ახალი მეთოდის შემუშავებისთვის. მის სრულ იმობილიზაციამდე, რაც, თავის მხრივ, მთლიანად გამორიცხავს კიბოს შემდგომ გავრცელებას.
როგორც ცნობილია, მოზრდილი უჯრედების უმრავლესობა უძრავი რჩება, მაგრამ ზოგიერთი უჯრედის გადაადგილების უნარი ხელს უწყობს ემბრიონის განვითარებას, ჭრილობის შეხორცებას და სარფთხის საპასუხოდ იმუნური სისტემის მობილიზებისთვის.როცა გადაადგილებული უჯრედი გზიდან ვარდება, მას შეუძლიათ განვითარების დეფექტი გამოიწვიოს, დაწყებული გულ-სისხლძარღვთა უკმარისობიდან გონებრივ გადახრამდე. მეტასტაზების პროცესი - ასევე მიგრაციაა, მაგრამ ზუსტად როგორ გადაადგილდებიან კიბოს უჯრედები და იტაცებენ სხვა ქსოვილებს, საიდუმლოდ რჩება.
მეცნიერებმა შეძლეს დაენახათ საინტერესო მინიშნება, თუ როგორ ეკვრებოდა უჯრედოვან მემბრანასთან "მოგზაურობისთვის" მომზადებული კიბოს უჯრედი განსაკუთრებულ პროტეინს tTG. როგორც აღმოჩნდა, უჯრედოვან მემბრანასთან tTG შესაგროვებლად აუცილებელია სხვა ცილა - შეპერონი Hsp70 - სითბური სტრესის ცილა მასით 70 kDa. Hsp70 ეხმარება tTg-ს თავი მოიტაროს ზღვარზე, რაც ნიშნავს, რომ სწორედ ის არის "რუხი კარდინალი", რომლის მონაწილეობის გარეშე კიბო ვერ შეძლებდა გავრცელებას.