საქართველოს პარლამენტის ფრაქცია,,ქრისტიან-დემოკრატების" აპარატის უფროსი, ვანის საკრებულოს დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოს მოსახლეობას შეხვდა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ქრიტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან აცნობეს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დიხაშხოსა და ისრითში ბოლო ორ წელიწადში დახარჯული 80 ათასი ლარის მიზნობრიობის შესახებ. ლორთქიფანიძემ მოსახლეობას აცნობა, რომ ხელისუფლებამ, ადგილობრივების ინტერესის იგნორირებით, რაიონში გაყიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 100 ჰექტარი მიწა, რომელიც შეიძინა ინდოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს.
"დიხაშხოელები კიდევ ერთ საკითხში ითხოვენ მხარდაჭერას. როგორც ირკვევა, 2 წლის წინ სოფლის მცხოვრებლები სამუშაოდ ორგანიზებულად წავიდნენ დედოფლისწყაროს რაიონში და ტენდერის პირობების შესაბამისად, გადახურეს 14 საერთო საცხოვრებელი. ამ სამუშაოში მათ უნდა მიეღოთ ანაზღაურება 16 ათასი ლარი, რისი ვალდებულებაც ჰქონდა გამგეობის კონტრაქტორ ფირმას,,კავკასტაუსი", რაც არ შესრულდა და 20 ოჯახი დღემდე უშედეგოდ ელის დავალიანების გასტუმრებას. "ქრისტიან-დემოკრატები" აუცილებლად ჩავერევით ამ პრობლემის გადაწყვეტაში" - განაცხადა ლორთქიფანიძემ.