პოლონეთში დაკავებული 30-მდე ქართველის დეპორტაცია დღეს იგეგმება. დაკავებულთა ძირითადი ნაწილი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით პოლონეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა დააკავა. მათი დეპორტაციის მიზნით, პოლონური მხარის ორგანიზებით დაინიშნა სპეციალური ჩარტერული რეისი ვარშავა-თბილისის მიმართულებით. სწორედ ამ რეისით დააბრუნებენ საქართველოში დეპორტირებულ ქართველებს.
ქართველი არალეგალები დეპორტაციამდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან.
შეგახსნებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები 15 დეკემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ გერმანიაში მატარებლით გადასვლა დააპირეს.