უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა დაარწმუნა, რომ ლონდონი რუსი მილიარდერების - ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას არ გეგმავს.
ზელენსკის თქმით, მან ბერნემთან შეხვედრისას სწორედ სანქციების საკითხი და უსმანოვისა და ფრიდმანისთვის შეზღუდვების შესაძლო გაუქმების დაუშვებლობა დააყენა.
„პრემიერმა დამარწმუნა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს. ამისთვის მას ძალიან მადლობელი ვარ“, - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან.
ზელენსკის განცხადებით, მან ასევე მიიღო ევროკავშირისგან გარანტიები, რომ სანქციების შემდგომ პაკეტებში კიდევ დაახლოებით 3 000 პირი არ გამოირიცხება სასანქვიო სიებიდან.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა ასევე დაარწმუნა, რომ მხარს დაუჭერს სანქციების მომდევნო პაკეტებს.
მისი განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ევროკავშირმა სასანქციო სიიდან რუსი მილიარდერები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი, ამოიღო.