საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგებთან შეხვედრაზე განათლების სისტემაზე საუბრისას პედაგოგების ხელფასებზე ისაუბრა.
"შარშან, მიუხედავად კრიზისისა, გავზარდეთ ხელფასები. როდესაც ბოლო კაპიკებს ვდებთ განათლებაში, ასე ვითხოვთ შემდეგ. მომავალში ვაპირებთ, გავზარდოთ ხელფასები, მაგრამ ხელფსების გაზრდა მაქსიმალურად დავუკავშიროთ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას", _ განაცხადა სააკაშვილმა.