ლაგოდეხში „არქიმედეს კლინიკა"-ში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვთ. პაციენტებს სავალდებულო აცრის გასაკეთებლად წნორის საავადმყოფოში აგზავნიან.
„1-ლი მარტიდან, საავადმყოფოების ანტირაბიული ვაქცინით მომარაგება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადაეცა. რაიონში მათი წარმომადგენელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფროსი ნუნუ ნოზაძეა. მისი თქმით, ანტირაბიული ვაქცინებს საავადმყოფოში ხვალ შემოიტანენ. საავადმყოფოს ვაქცინით მომარაგებაზე ადრე ჩვენ ვზრუნავდით. დღეს მხოლოდ ერთ პაციენტს დასჭირდა და წნორის საავადმყოფოში გავაგზავნეთ, რადგან ანტირაბიული ვაქცინა მათ აქვთ. არცერთი დღე არ ყოფილა ასეთი, რომ ჩვენ საავადმყოფოში ვაქცინა არ გვქონოდა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს შპს „არქიმედეს კლინიკის" დირექტორმა გიორგი კორაშვილმა.