დედოფლისწყაროში, ტარიბანა - ქესამანის მიმდებარე ტერიტორიაზე 400 ჰექტარი საძოვარი დაიწვა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს, დედოფლისწყაროს სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსმა ლევან გოზალიშვილმა განუცხადა, ხანძარი საფრთხეს უქმნიდა მესაქონლეობის ფერმას.
„ხანძრის ლიკვიდაცია მართალია ძალიან გვიან, მაგრამ მაინც შევძელით. ზოგი ადგილი გორებიანი იყო, იქ მანქანა ვერ უდგებოდა, ამიტომ ხანძართან ხელით ბრძოლა გვიხდებოდა", - აღნიშნა გოზალიშვილმა.